ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოკუმენტური ფილმის - „გოლოდომორის“ - ჩვენება

ღონისძიებები

19 ივნისს, ხუთშაბათს, 15:00 საათზე,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ილიაუნის ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი აწყობს ფილმის ჩვენებას. დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „გოლოდომორი“ დამზადებულია „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ დოკუმენტური ფილმების სერიიდან „ოკუპაცია“.

ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის ინიციატივა ეხმაურება უკრაინაში საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერორის - შიმშილობის, ანუ „,გოლოდომორის“  81-ე წლისთავს, რომელიც უკრაინაში აღინიშნება. საინტერესოა, რომ შიმშილობის, როგორც უკრაინელი ხალხის მიზანმიმართული გენოციდის, მიმართ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

ბანერები