ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოკუმენტური ფილმის „დედამიწელები“ ჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

29 მაისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოკლუბი "CinExpress" სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფთან ერთად წარმოგიდენთ შონ მონსონის ფილმს „დედამიწელები“.

„დედამიწელები“ დოკუმენტური ფილმია, რომელმაც ბევრი ადამიანის აზროვნება და ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალა.

ფილმში ასახულია ადამიანის დამოკიდებულება თანაპლანეტელების მიმართ. მათ შორის, სხვა საკითხებთან ერთად აქცენტი კეთდება ცირკში ცხოველების მონაწილეობის სასტიკ პრაქტიკაზე.

ფილმი საკმაოდ მძიმე საყურებელია, ამიტომ მისი ნახვა რეკომენდებული არ არის 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
თუ თვლი, რომ ძლიერი ფსიქიკა გაქვს  და შეგიძლია რეალობას თვალი გაუსწორო, მაშინ გელოდებით ფილმის ჩვენებაზე.

დასასრულს გაიმართება დისკუსია.

წელი: 2005

ქვეყანა: აშშ

ენა: ქართული

ჟანრი: დოკუმენტური

ხანგრძლივობა: 1 საათი და 35 წუთი

რეჟისორი: შონ მონსონი

როლებში: ხოაკინ ფენიქსი

#ადაპტირებულია


დრო: 29 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2019

ბანერები