ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დოკუმენტური ფილმების ფესტივალი

ღონისძიებები

28-30 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე HumanDOC ”ევროპა, კავკასია, ცენტრალური აზია”. ფესტივალზე გაიმართება სხვადასხვა ქვეყნებში არსებული პრობლემებისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმების ჩვენება დისკუსიების თანხლებით.

ფესტივალი გაგრძელდება სამ დღეს:
I დღე (28 მარტი) მიეძღვნება აფრიკისა და აზიის ქვეყნების პრობლემებს;
II დღე (29 მარტი) მიეძღვნება სამედიცინო საკითხებს და დოკუმენტურ ფილმს საქართველოზე. ფილმის შემდეგ სიტყვით გამოვა ფილმის გმირი მეუფე ისაია ნიქოზიდან;
III დღე (30 მარტი) მიეძღვნება ყოფილი სსრკ-ს პრობლემებს, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია თემაზე ”ყოფილი საბჭოთა კავშირი: სასჯელი თუ სათბური”.

ფესტივალი ჩატარდება 28-30 მარტს, 17:30 – 22:00 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის 106-ე აუდიტორიაში (ყოფილი ენციკლოპედიის შენობა, გ.წერეთლის 2).

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მიბმულ ფაილში.>>

ბანერები