ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დმანისის საველე სკოლის პრეზენტაცია

ღონისძიებები

13 მაისს, 14.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101–ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზირი 32) გაიმართება დმანისის პალეოანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის საზაფხულო საველე სკოლის პრეზენტაცია.

სკოლა დაკომპლექტდება  როგორც ქართველი სტუდენტებით, ასევე სტუდენტებით ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ქართველი მონაწილეების შესარჩევად ცხადდება კონკურსი.

მონაწილეობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. პროგრამის ხანგრძლივობაა ოთხი კვირა. დაინტერესებულმა პირებმა 30 მაისის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ ერთი A4 ფორმატის გვერდი) და პირადი მონაცემები (CV-ს ან რეზიუმეს ფორმით) მისამართზე: dmanisifieldschool@gmail.com.

სკოლის მთლიანი კურსის ღირებულება არის 400 ლარი, რომელშიც შედის კვების, მგზავრობისა და სწავლების ხარჯები.

საბჭოს შეფასების მიხედვით რამდენიმე მონაწილე მიიღებს სრულ დაფინანსებას და უფასოდ შეძლებს პროგრამაში მონაწილეობას.

ბანერები