ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჯუზეპე დელ'აკვილას საჯარო ლექცია

ღონისძიებები

30 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს ცნობილი იტალიელი არქიტექტორ-ფოტოგრაფი, ჯუზეპე დელ'აკვილა

ჯუზეპე დელ'აკვილას შესახებ

ჯუზეპე დელ'აკვილა ცნობილი იტალიელი არქიტექტორ-ფოტოგრაფია. მისი ძირითადი პროფესიონალური ინტერესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების - არქიტექტურის, ფერწერისა და პლასტიკის - ნიმუშების გადაღება. ის თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ გამოცემებთან. 60-მდე ალბომისა და პუბლიკაციის ავტორს საქართველოში გადაღებული აქვს შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურისა და მხატვრობის უნიკალური ნიმუშები, მათ შორის: ატენის სიონის ტაძრისა და ვარძიის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სრული იკონოგრაფიული კორპუსები; გელათის ფრესკები; ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის ფოტოდოკუმენტირება.

ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კონსერვაციისა და რესტავრაციის ფაკულტეტის პროფესორი ჯუზეპე დელ'აკვილა ხელოვნების ნიმუშთა ფოტოგადაღების ხელოვნებას ასწავლის.

დრო: 30 მაისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: აუდიტორია G 106, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები