ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჯორჯ მელის მასტერკლასი ილიაუნიში

ღონისძიებები

30 ნოემბერს, ხუთშაბათს, 17.00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის მოწვევით ილიაუნის თეატრის ფოიეში გაიმართება ცნობილი ქართველი ჯაზმენის, ჯორჯ მელის მასტერკლასი „იმპროვიზაციის ძირითადი კონცეფციები და ტექნიკები“.

როგორც ჯორჯ მელის გაზეთმა "New York City Jazz Record"-მა უწოდა, „ნიუ-იორკის ჯაზისა და მსოფლიო მუსიკის სცენის ვეტერანი“, დრამერი, პერკუსიონისტი, კომპოზიტორი და არანჟირებების ავტორი, ჯორჯ მელი (გიორგი მელიქიშვილი) დაიბადა თბილისში, თუმცა, როგორც მუსიკოსი ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2000 წელს პრესტიჟული ბერკლის სამუსიკო კოლეჯის (Berklee College Of Music) წარჩინებით დაამთავრების შემდეგ გიორგი ნიუ-იორკისა და ინტერნაციონალური ჯაზის სცენის განუყოფელი ნაწილი გახდა. ის ძალზე მოთხოვნადი დრამერია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი არტისტის პროექტში და აგრეთვე ლიდერი/კომპოზიტორი და არანჟირებების ავტორი მრავალი საკუთარი საავტორო პროექტისა. გიორგი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე გახდა პრესტიჟული სტატუსით „ექსტრაორდინალური შესაძლებლობების მქონე პირი ხელოვნების დარგში“. მუსიკოსი თანამშრომლობდა ისეთ ხელოვანებთან, როგორებიც არიან: Esperanza Spalding, Mino Cinelu, Leo Genovese, Lionel Loueke, Avishai Cohen, Badal Roy, Dom Salvador, Mark Helias, Gabriel Grossi, Raul Midon, Wayne Escoffery და სხვ., აღსანიშნავია მისი გამოსვლები ისეთ ლეგენდარულ საკონცერტო დარბაზებსა თუ კლუბებში, როგორებიცაა: Carnegie Hall, Blue Note, Jazz Standard, Smoke, Irridium , World Cafe Live, The Deer Head Inn და ა.შ. აშშ-სა თუ მის ფარგლებს გარეთ. 2014 წლის თბილისის ჯაზფესტივალზე ლიდერის სტატუსით გამოსვლის შემდეგ George Mel Quartet-თან გიორგიმ გარკვეული ხნით სამშობლოში დარჩენა გადაწყვიტა, რათა უცხოეთში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ქართველი მუსიკოსებისა და მსმენელებისათვის გაეზიარებინა.

დრო: 30 ნოემბერი,17.00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)

 დასწრება თავისუფალია.  

ბანერები