ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჯონ ვების საჯარო ლექცია: Life / Work Planning

ღონისძიებები

24 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ბაკალავრიატის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ ჯონ ვების საჯარო ლექციაზე: Life / Work Planning.

ჯონ ვებს აქვს ქოუჩად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა წამყვან კომპანიაში. მისი ხელმძღვანელობით ხორციელდება JobCoach project გერმანიასა და ავსტრიაში.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 23 აპრილის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/fyENVsNocjutf7Qo7

*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

შეგახსენებთ, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 13:45 საათი

დრო: 24 აპრილი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: E406 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ბანერები