ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჯონ მაკინსონისა და დევიდ კრამერის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

2 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გამომცემლობა „პინგვინ რანდომ ჰაუსის“ ყოფილი დირექტორი, ჯონ მაკინსონი, და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით, ასევე, ორგანიზაცია  „Freedom House“-ის ყოფილი პრეზიდენტი, დევიდ კრამერი, წაიკითხავენ საჯარო ლექციას.

ლექციის თემა: „დემოკრატია ავტოკრატიის წინააღმდეგ“ (Clash of Values: Democracy vs. Autocracy)

ლექცია გაიმართება ლიდერთა განვითარების აკადემიის (LAD) საქართველოს პროგრამის ფარგლებში.  პროგრამა დაფუძნებულია სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრისა (CDDRL) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ. საქართველოში პროგრამის მხარდამჭერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დრო: 2 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზირი #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია.

ბანერები