ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჯოდი პოლაჰას საჯარო ლექცია - “მიღებისა და მოქმედების თერაპია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებისთვის”

ღონისძიებები

8 მაისს, 18:00 საათზე, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედოს” ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართება ამერიკელი პროფესორის, ჯოდი პოლაპას საჯარო ლექცია თემაზე - „მიღებისა და მოქმედების თერაპია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებისთვის“.

ლექციას გაუძღვება დასავლეთ ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აპალაჩის ბავშვთა ქცევითი ტელემედიცინის კლინიკის ხელმძღვანელი ჯოდი პოლაჰა.

მიღებისა და მოქმედების თერაპია თანამედროვე ქცევითი თერაპიების მესამე თაობას ეკუთვნის. მოცემული მიდგომის ამოსავალი დებულებაა: ადამიანმა უნდა მიიღოს, რომ რაღაც მის კონტროლს შეიძლება არ ექვემდებარებოდეს და, შედეგად, ისე უნდა იმოქმედოს, რაც მის ცხოვრებას გაამდიდრებს და გაამრავალფეროვნებს. პროფესორი პოლაჰას ლექციაში განხილული იქნება აღნიშნული თერაპიული მიდგომის გამოყენების შესაძლებლობა განსაკუთრებული საჭიროებებისა და/ან ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვების მშობლებთან ინტერვენციის პროცესში მათი მონაწილეობის გასაუმჯობესებლად.

ჯოდი პოლაჰა, თავის კოლეგასთან, სინტია ანდერსონთან ერთად, 1-ლი მაისიდან 9 მაისამდე სტუმრობს ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტს და მონაწილეობს ტრენინგცენტრის ჩამოყალიბებისა და ტრენერების გადამზადების პროცესში. ამერიკელი პროფესორების ვიზიტი ხორციელდება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედოს” დახმარებით.

დრო: 8 მაისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზირი # 32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები