ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ჯეოსელისა“ და „National Geographic საქართველოს“ ერთობლივი კონკურსი „მოვლა“ - საინფორმაციო შეხვედრა

ღონისძიებები

9 დეკემბერს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ „National Geographic საქართველოს“ მთავარი რედაქტორი, ლევან ბუთხუზი, და კომპანია „ჯეოსელის“ მარკეტინგის მენეჯერი, ნიკა გვენცაძე, წარადგენენ „National Geographic საქართველოსა“ „ჯეოსელის“ ერთობლივ კონკურსს „მოვლა“.

პროექტის შესახებ

კონკურსი ტარდება პროექტის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო „ჯეოსელის“ ინიციატივით. პროექტის მიზანია ქვეყნის მასშტაბით დანაგვიანებული ადგილების დაფიქსირება და დასუფთავება. პროექტში ჩართულმა არაერთმა მოხალისემ თუ კერძო კომპანიამ ერთიანი ძალით უკვე შეძლო 501 დანაგვიანებული ადგილის მონიშვნა და მათგან 213-ის დასუფთავება. აღნიშნული კონკურსი პროექტის მასშტაბების გაზრდას ისახავს მიზნად.

კონკურსის პირობები

შექმენით ბლოგპოსტი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას, დანაგვიანებული ადგილების პრობლემებსა და მის დასუფთავებას შეეხება; დაურთეთ თქვენივე გადაღებული ფოტომასალა ამავე თემაზე და ატვირთეთ ვებგვერდზე: http://africa.movla.ge/ge.

დაჯილდოება და პრიზები

სამი გამარჯვებული კონკურსანტი, „National Geographic საქართველოსთან“ ერთად, ორი კვირით  გაემგზავრება კენიაში ველური ბუნების, ადგილობრივი ტომებისა და ოკეანის შთამბეჭდავი სიღრმეების გასაცნობად.

პროექტისა და კონკურსის პირობების სრულად გასაცნობად იხილეთ ვებგვერდი: http://africa.movla.ge/ge

დრო: 9 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები