ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჯეიმი მაკგოლდრიკი ილიაუნიში

ღონისძიებები

20 ოქტომბერს, 11:00 საათზე, (101 - ე აუდიტორია) გაეროს დღესთან დაკავშირებით, ჯეიმი მაკგოლდრიკი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, გამართავს შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრის მიზანია საქართველოში გაეროს სააგენტოების მუშაობის გაცნობა და ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვა, მაგ., ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულება და სხვ. გაეროს მუდმივი კოორდინატორის შეხვედრები სტუდენტებთან მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

შეხვედრა ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გაეროს საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ.

ბანერები