ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჯეფრი იუჯინიდისის ”თვითმკვლელი ქალწულები“ - წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

25 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა” დიოგენე“ გიწვევთ სერია ”ამერიკელების“ მორიგი წიგნის, ჯეფრი იუჯინიდისის რომანის - ”თვითმკვლელი ქალწულები“ - პრეზენტაციაზე. რომანს მთარგმნელი თამარ ლომიძე და პოეტი და მთარგმნელი გია ჯოხაძე წარადგენენ.

”თვითმკვლელი ქალწულები” ბერძნული წარმოშობის ამერიკელი მწერლის, ჯეფრი იუჯინიდისის (1960) პირველი რომანია, რომლის მიხედვითაც ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, სოფია კოპოლამ სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. გასული საუკუნის 70-იან წლებში, მიჩიგანის შტატის ქალაქ გროს-პოინტში, ლისბონების ოჯახში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ აქვს. ლისბონების გოგონების - ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდების - თითოეული ნაბიჯი თავზარდამცემად ლოგიკურიცაა და, ამავე დროს, ალოგიკურიც. სიცოცხლისა და სიყვარულის წყურვილი, სქესობრივი ლტოლვა, თავისუფლებისკენ სწრაფვა საბედისწეროდ სახეცვლილი წარმოგვიდგება ჯეფრი იუჯინიდისის ამ წიგნში.

დრო: 25 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები