ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჯაზის და პოპულარული მუსიკის კონცერტი

ღონისძიებები

7 ივნისს (სამშაბათს), 18.00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურ სარდაფში გაიმართება ჯაზის და პოპულარული მუსიკის კონცერტი. მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის მუსიკის ცენტრის თანამედროვე სიმღერის კურსისა და გოსპელ-გუნდის სტუდენტები, ცენტრის ლექტორების - ირინე ებრალიძის, თამთა გვარლიანის და ირაკლი კვანჭიანის ხელმძღვანელობით. წარმოდგენილი იქნება გოსპელი, სოული, ჯაზი, როკი და პოპ-მუსიკა როგორც სოლო, ისე გუნდური შესრულებით. კონცერტზე დასწრება უფასოა.

აღნიშნულ კონცერტში მონაწილე სტუდენტები სრულებით განსხვავებული პროფესიების წარმომადგენლები არიან, ისინი ერთად მუსიკის სიყვარულმა შეკრიბა. თავის მხრივ, მუსიკის ცენტრი ცდილობს, შესთავაზოს მათ არა მარტო საინტერესო, არამედ ნებისმიერი მათგანისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი პროგრამები და კურსები, რომელთაც მუსიკის შესაბამისი სფეროების წამყვანი ექსპერტები ასწავლიან.

მუსიკის ცენტრის შემდგომი ამოცანაა 2012-13 სასწავლო წლიდან ძირითადი (Major) პროგრამის წარმატებულად ამუშავება, რაც უნივერსიტეტის საკონცერტო ცხოვრებას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს.

კონცერტის პროგრამა იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში. >>

ბანერები