ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჯაზის და პოპ-მუსიკის კონცერტი

ღონისძიებები

21 ივნისს, 18:00-ზე საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის დარბაზში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის ჯაზ-ვოკალის მიმართულების სტუდენტების კონცერტი, რომელსაც თანხლებას პროფესიონალი ჯაზ-მუსიკოსები გაუკეთებენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის საქართველოში პირველი უმაღლესი სასწავლებელი, სადაც ჯაზის და პოპ-მუსიკის სწავლება საბაკალავრო დონეზე ხდება, ხოლო ამ ტიპის  კონცერტი პირველად ტარდება უნივერსიტეტის ისტორიაში.

ბანერები