ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჯაზ-კონცერტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ღონისძიებები

24 იანვარს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურ სარდაფში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) გაიმართება ილიაუნის  მუსიკის ცენტრის მიერ ორგანიზებული ჯაზ–კონცერტი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის სტუდენტების გოსპელ-გუნდი, ლექტორები ირინე ებრალიძე, თამთა გვარლიანი და ირაკლი კვანჭიანი და მოწვეული სტუმრები: ჯაზ-ვოკალის ჯგუფი Geo Drive ირინე ებრალიძის, თამთა გვარლიანის, ნინო ახობაძის, ნინო სადრაძისა და ნია უნდილაშვილის შემადგენლობით და ჯაზ-საკრავიერი ჯგუფი ლევან რუსიას (ბასგიტარა), ზურაბ ასტამაძის (რიტმგიტარა), ლაშა სხილაძის (დასარტყამები), ლევან კემულარიას (საყვირი) და გიორგი გარსევანიშვილის (საქსაფონი) შემადგენლობით.

კონცერტი დასრულდება სტუმრებისა და სტუდენტების ერთობლივი იმპროვიზაციით.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

ბანერები