ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია

ღონისძიებები

ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინასური მხარდაჭერით ახორციელებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფონდ ALPE-სთან თანამშრომლობით დაფუძნებული სამოქალაქო აქტივიზმის ქსელის –თბილისის ცენტრის და უნივერსიტეტის სერვისცენტრის ინიციატივით 7 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივესიტეტის A კორპუსის ფოიეში, ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია: “ისწავლე და პირველმა გადაარჩინე სიცოცხლე” გაიმართა.

სპეციალურად ამ დღისათვის ცენტრის წევრებმა, ორგანიზაცია "კეთილი სამარიტელის" ლიცენზირებული კურსი "პირველი სამედიცინო დახმარება" გაიარეს და მიღებული ცოდნა უნივერსიტეტის სრუდენტებს, პროფესორებსა და თანამშრომლებს, საჯარო ტრენინგზე გაუზიარეს.

ბანერები