ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლის II სამეცნიერო კონფერენცია

ღონისძიებები

21 დეკემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლა აწყობს II სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით - ჯანდაცვისა და დაზღვევის აქტუალური საკითხები.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, ან დამოუკიდებელ ახალგაზრდა მკვლევრებს.

მონაწილეობის მსურველებმა 2014 წლის 1-ლი დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე - tengiz.verulava@iliauni.edu.ge უნდა წარმოადგინონ ნაშრომები და ინგლისურენოვანი აბსტრაქტები შემდეგ მიმართულებებში:

  • ჯანდაცვის პოლიტიკა და ჯანდაცვის მენეჯმენტი
  • ფარმაციის პოლიტიკა და მენეჯმენტი
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა
  • ჯანდაცვის ეკონომიკა
  • სადაზღვევო საქმე


მოხსენებებს განიხილავს სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი (თენგიზ ვერულავას თავმჯდომარეობით) და მონაწილეებს პასუხს აცნობებს არაუგვიანეს 7 დეკემბრისა.

დაწვრილებითი ინფორმაცია საკონფერენციო ნაშრომების გაფორმებისა და კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის შესახებ იხილეთ აქ.

ბანერები