ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჯანდაცვის და დაზღვევის სკოლის კვლევის პრეზენტაცია

ღონისძიებები

11 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 336 აუდიტორიაში ჩატარდება ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლის კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია.
კვლევას თემაზე - სადაზღვევო ფასიანი ქაღალდები და მათი განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები საქართველოში - წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ წიგნაძე. თემის ხელმძღვანელი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თენგიზ ვერულავა.

შეხვედრის დრო: 11 დეკემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 336 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები