ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჯანა ჯავახიშვილის ვორკშოპი: „ტოტალიტარული რეპრესიები – ტრავმის კვალი დღევანდელ საქართველოში“

ღონისძიებები

3 ივლისს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე: „ტოტალიტარული რეპრესიები – ტრავმის კვალი დღევანდელ საქართველოში“.

მომხსენებელი ისაუბრებს კვლევის შედეგებზე, რომლის ფარგლებშიც ფსიქოტრავმატოლოგიის პერსპექტივიდან შეისწავლა საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის გავლენა რეპრესირებული ოჯახების შემდგომი თაობების ცხოვრებაზე და თანამედროვე საქართველოს სოციო-პოლიტიკურ დინამიკაზე; გააანალიზებს საქართველოს დღევანდელი სოციოპოლიტიკური ცხოვრებიდან კონკრეტულ „უცნაურ“ შემთხვევებს.

დრო: 3 ივლისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა:  წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი  N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები