ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჯადოქარი ბომბეიდან - სალმან რუშდი

ღონისძიებები

5 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი მორიგ შეხვედრაზე გიწვევთ. კლუბის სტუმარი, მწერალი და მთარგმნელი სალომე ბენიძე, სალმან რუშდის შესახებ ისაუბრებს. ლექცია შეეხება მწერლის რომანებს, ცხოვრებას, დაპირისპირებას პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებთან  და ფატვას, რომელიც მას 1989 წელს მუსლიმური სამყაროს ლიდერმა, აიათოლა ხომეინიმ გამოუტანა რომანისთვის ”სატანური ლექსები“.

შეხვედრის დრო: 5 მარტი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

ბანერები