ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„დისტანციური სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე პოსტპანდემიურ პერიოდში“ – საჯარო შეხვედრა

ღონისძიებები

7 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა თემაზე „დისტანციური სწავლება უმაღლესი განათლების საფეხურზე პოსტპანდემიურ პერიოდში“.

მოხსენებებს წარადგენენ პროექტის პარტნიორები პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, რუმინეთიდან და ისრაელიდან.

ძირითადი განსახილველი საკითხი იქნება დისტანციურ სწავლებასთან დაკავშრიებული პრაქტიკა.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 7 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი, G 106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია

 2022 წელი

ბანერები