ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დისკუსიები საგანმანათლებლო პოლიტიკის შესახებ – „ფრეირე და კრიტიკული პედაგოგიკა“

ღონისძიებები

ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი იწყებს შეხვედრების ციკლს  „დისკუსიები საგანმანათლებლო პოლიტიკაზე", რომლის ფარგლებშიც სისტემატურად გამართავს დისკუსიებს საგანმანათლებლო პოლიტიკაზე.

დისკუსიების ციკლი იწყება იმ ახალგაზრდა სპეციალისტებთან შეხვედრით, რომლებმაც წარჩინებით დაასრულეს საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები განათლების მიმართულებით. შეხვედრებზე ახალგაზრდები დამსწრეთ გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას და ჩაერთვებიან ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკაში.

13 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება პირველი შეხვედრა თემაზე: „ფრეირე და კრიტიკული პედაგოგიკა“.

შეხვედრაზე წარდგებიან

  • მარი გაბუნია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი/მაგისტრი და გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრი);

  • ნიკა მაღლაფერიძე (გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბაკალავრი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მაგისტრი).

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა კრიტიკული პედაგოგიკის, როგორც განათლების ფილოსოფიის თეორიული საფუძვლების, და მისი მთავარი ღირებულებების განხილვას. აქცენტები გაკეთდება იმაზე, რატომ არის განათლება პოლიტიკური აქტი და ძალაუფლებრივი დინამიკა როგორ არის წარმოდგენილი სასწავლო სივრცეში.

მეორე ნაწილი მიეძღვნება კრიტიკული პედაგოგიკის სასკოლო კურიკულუმს და სწავლა-სწავლების პროცესში დანერგვის გზებსა და არსებულ მაგალითებს. განხილული იქნება, როგორ შეიძლება მოვამზადოთ მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლის მიზნით.
 

დრო:13 თებერვალი, 16:00-18:00 სთ.

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)

დასწრება თავისუფალია.

თემის შესახებ ვრცელი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ბანერები