ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დისკუსია თემაზე: ტოლერანტობის პრობლემა საქართველოში

ღონისძიებები

17 ნოემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში, ჩატარდება დისკუსია: ტოლერანტობის პრობლემა საქართველოში.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია (”ქართული ოცნება”), ჩიორა თაქთაქიშვილი (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) და ნინო გოგუაძე (”თავისუფალი დემოკრატები”).

მოდერატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თამარ გურჩიანი

პროექტის მხარდამჭერია ჰოლანდიის საელჩო.

დრო: 17 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

დისკუსია ტარდება ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები