ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დისკუსია თემაზე: „სიძულვილის ენა და ანტიდასავლური პროპაგანდა ქართულ საჯარო დისკურსში”

ღონისძიებები

31 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მედიის განვითარების ფონდი (M​D​F) და  ილიაუნი გიწვევთ პრეზენტაცია-დისკუსიაზე „სიძულვილის ენა და ანტიდასავლური პროპაგანდა ქართულ საჯარო დისკურსში”. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება MDF-ის უახლესი კვლევები –  „სიძულვილის ენა” და „ანტიდასავლური პროპაგანდა”.

2017 წელს ამ მიმართულებით გამოვლენილ ტენდენციებზე  ისაუბრებენ მოწვეული სპიკერები:  მწერალი ლაშა ბუღაძე, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და რადიო თავისუფლების ქართული ბიუროს ხელმძღვანელი ნათია ზამბახიძე.

შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია.

ღონისძიება ტარდება „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

დრო: 31 მაისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა:  წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2018

ბანერები