ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დისკუსია თემაზე - “მითი და რეალობა დაუნის სინდრომის შესახებ”

ღონისძიებები

18 მარტს, ოთხშაბათს, 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობს კავშირი "ჩვენი ბავშვები", ჩატარდება დისკუსია თემაზე - “მითი და რეალობა დაუნის სინდრომის შესახებ”.
დისკუსიის მიზანია საზოგადოების აქტიურობის გაზრდა და მსჯელობის ინიცირება შემდეგ საკითხებზე:

  • რა სახის გამოწვევების წინაშე დგას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი, მისი ოჯახი და საზოგადოება?
  • რა იცის საზოგადოებამ, რა გავრცელებული მითები შეინიშნება და როგორია რეალობა?
  • სად იძებნება სტერეოტიპები?
  • რა არის შესაცვლელი? როგორ შეგვიძლია შევცვალოთ რეალობა?

დისკუსიას გაუძღვება ფსიქოლოგი თამარ ისაკაძე. ისაუბრებენ: ლია ტაბატაძე (ორგანიზაცია „ჩვენი ბავშვების“ პროექტის მენეჯერი), ეკატერინე დგებუაძე (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი), მაია ბუჩუკური (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი), ირინა ობოლაძე (სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი), სოფიო აფციაური (ჟურნალ „ლიბერალის“ ჟურნალისტი), ნათია კოპაძე (ჟურნალისტი).

დისკუსიის ბოლოს, მომხსენებლებს და მონაწილეებს საშუალება ექნებათ, შეუერთდნენ ფოტოკამპანიას ჭრელი წინდებით, გადაიღონ ფოტოები ლოგოიანი წინდებით და გამოხატონ მხარდაჭერა. წინდებიანი სურათები ”ფეისბუქით” გავრცელდება და დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

დისკუსიის დრო: 18 მარტი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები