ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დისკუსია სოკრატეს მეთოდით: „რა ბედი ელის ქალთა პოლიტიკურ უფლებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ?“

ღონისძიებები

30 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ორგანიზებით გაიმართება დისკუსია სოკრატეს მეთოდით. დისკუსიის თემაა:„რა ბედი ელის ქალთა პოლიტიკურ უფლებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ?“

სპიკერები:

მიხეილ ბენიძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი

ზურაბ ხრიკაძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე

ილიაუნის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები:

გვანცა ხონელიძე, სამართლის ბაკალავრი, ფემინისტური ორგანიზაცია „ქალთა მზერის“ დამფუძნებელი; კოორდინირებს პროექტებს – ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების შესახებ და ჭიათურელი ქალების საჭიროებების კვლევა, გაძლიერება.

მარიამ მელქაძე, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარი

თამარ კაპანაძე, ბლოგერი

საქართველოში ამომრჩეველთა უმრავლესობა –  53.76%  ქალია. თუმცა 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატებიდან 63.12% კაცი იყო, 36.88% კი – ქალი. ხოლო მაჟორიტარული სისტემით წარდგენილი კანდიდატებიდან – 83.70% კაცი, 16.30%  ქალი იყო. არჩევნების შედეგების მიხედვით კი თბილისის საკრებულოს დეპუტატთა მხოლოდ 20% იქნება ქალი, რაც 2014 წლის შედეგებზე 6%-ით ნაკლებია.

დისკუსია შეეხება ქალების პოლიტიკურ უფლებებსა და პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდასთან დაკავშირებულ ბარიერებსა და შესაძლებლობებს.

დრო: 30 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები