ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დისკუსია სამართლის სკოლაში: ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“

ღონისძიებები

25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი” ილიაუნის სამართლის სკოლა, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის დაწყების აღსანიშნავად, აწყობს დისკუსიას ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციაზე - „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ”, რომელიც“სტამბოლის კონვენციის” სახელით არის ცნობილი.

სტამბოლის კონვენციას საქართველომ 2014 წელს მოაწერა ხელი და ამჟამად კონვენციის რატიფიკაციისათვის აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი უკვე მოამზადასაქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და დისკუსიაზე სწორედ ეს კანონპროექტები იქნება განხილული.

დისკუსიის ძირითადი სტუმარია ქეთევან სარაჯიშვილი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველი, რომელიც ისაუბრებს საკუთრივ სტამბოლის კონვენციაზე დაიმაზე, თუ როგორ აპირებს სახელმწიფო შიდა კანონმდებლობის მისადაგებას ამ დოკუმენტზე.

დისკუსიას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, თამარ გურჩიანი.

დრო: 25 ნოემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

კურსზე - “გენდერი და ადამიანის უფლებები” - რეგისტრირებული სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის დასწრება სავალდებულოა.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები