ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დისკუსია „კულტურის პასუხისმგებლობა. ცენტრალური ევროპის, კავკასიის და ბალკანეთის პერსპექტივები“

ღონისძიებები

7 მაისს, 18:00 საათზე, პროექტ Dilemma Academy-ს ფარგლებში გაიმართება დისკუსია „დილემას საუბრები: კულტურის პასუხისმგებლობა. ცენტრალური ევროპის, კავკასიის და ბალკანეთის პერსპექტივები“.

დისკუსიის მონაწილეები:

ვიქტორას ბახმეტევასი (ლიეტუვა) ფილოსოფოსი და Vytautas Magnus University-ის ასოცირებული პროფესორი, სპეციალიზაციით ეთიკასა და ფრანგულ ფილოსოფიაში

მონიკა ჰერცეგი (ხორვატია) პოეტი, სცენარისტი, ესეისტი და კულტურის აქტივისტი

მედეა მეტრეველი (საქართველო) კულტურის მენეჯერი, ელინისტი, ქართული ლიტერატურული ინიციატივის დირექტორი

არმენ ოჰანიანი (სომხეთი) მწერალი, ესეისტი, მთარგმნელი და PEN Armenia-ს პრეზიდენტი

ივანა სკიბა-იაკუბოვა (უკრაინა) პოეტი, კულტურის მენეჯერი, პუბლიცისტი, Radio Khartiya-ს აღმასრულებელი დირექტორი.

ლაურინას ვაიციუნასი (ლიეტუვა/პოლონეთი) Jan Nowak-Jezioranski College of Eastern Europe-ის დირექტორი, გამომცემელი, აღმოსავლეთ ევროპისა და საჯარო დიპლომატიის ექსპერტი

მოდერატორი ვერონიკა ჩიჟევსკი-პონცილიუში, კულტურის ანიმატორი, პედაგოგი, Borderland Foundation-ის პროგრამების მენეჯერი, „დილემას აკადემიის“ პროექტის ხელმძღვანელი

დისკუსიის მიზანია ცენტრალური ევროპის, კავკასიის და ბალკანეთის ქვეყნების მონაწილეებთან ერთად განვიხილოთ ის პასუხისმგებლობები, რომელთა წინაშეც ვდგავართ არასტაბილურობის, ომების, სოციალური კრიზისის და ღრმა გაურკვევლობის ეპოქაში. დისკუსია სწორედ იმ პერსპექტივებს შეეხება, რომლებიც ამ რეგიონების ისტორიული და თანამედროვე გამოცდილებებიდან გამომდინარეობს და სადაც, ისტორიული მეხსიერების, თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის, იდენტობის და პასუხისმგებლობის საკითხები უმნიშვნელოვანესია.

როგორი უნდა იყოს მწერლების, ინტელექტუალების, ხელოვანების და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართული ადამიანების პოზიცია? საკმარისია, რომ ვიყოთ კრიტიკულები? და რა ხდება მერე? როგორ ვაგრძელებთ ცხოვრებას უარყოფიდან პასუხისმგებლობისკენ?

დისკუსიის მონაწილეები შეეცდებიან დასვან კითხვები, რას ნიშნავს დღეს პასუხისმგებლობა ცენტრალური ევროპის, კავკასიის და ბალკანეთის რეგიონალური პერსპექტივიდან – ქვეყნებიდან, სადაც საზოგადოებები იბრძვიან კონფლიქტების დასრულებისთვის, დემოკრატიისთვის, განსხვავებული მომავლისთვის. ეს იქნება დისკუსია ჩვენს პასუხისმგებლობაზე მომავლის ხედვებსა და განვითარებაზე.

პროექტი Dilemma Academy ხორციელდება Borderland Foundation-ის მიერ და ევროკავშირის პროექტის „შემოქმედებით ევროპა“ მხარდაჭერით. პროექტის თანაორგანიზატორები არიან Pen Armenia და Institute for Central European Strategy. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საჯარო ლექციები ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

 

დრო: 7 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N 32

დასწრება თავისუფალია.

ბანერები