დისკუსია განათლების კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ
ღონისძიებები
20 ივნისს, 16.00 საათზე, თსუ-ს მელიქიშვილის სახ. აუდიტორიაში (I კორპუსი, 115-ე ოთახი) სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორების საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით იმართება შეხვედრა-დისკუსია განათლების კანონში შესატანი ცვლილებების განსახილველად. დისკუსიის შედეგად დაგეგმილია პარლამენტისადმი საერთო მიმართვის მიღება. დასწრება თავისუფალია.
შეხვედრაზე მოწვეული არიან საქართველოს აკრედიტებული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
2013 წ. 10 ივნისს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესატანად. ჩვენს შეშფოთებას იწვევს როგორც კანონპროექტის შინაარსი, რომელიც საგრძნობლად ზღუდავს უნივერსიტეტების ავტონომიას, ისე მისი ინიცირება დაჩქარებული წესითა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე.