დილემა მთარგმნელის წინაშე – შეხვედრა ლელა დუმბაძესთან
ღონისძიებები
17 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით ილიაუნის ლიტერატურული კლუბის შეხვედრაზე მთარგმნელ ლელა დუმბაძესთან.
ლელა დუმბაძეს თარგმნილი აქვს ისეთი ნაწარმოებები, როგორებიცაა: დევიდ ლორენსის „პრუსიელი ოფიცერი", ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას" და „მიდი, დააყენე დარაჯი", მოჰანდას კარაჩანდ განდის (მაჰათმა) „ჩემი ავტობიოგრაფია, ანუ როგორ ვეძიებდი ჭეშმარიტებას", ჯერომ სელინჯერის „სიმორი – შესავალი", სოლ ბელოუს „ჰენდერსონი, წვიმის მეფე", ვირჯინია ვულფის „გზა შუქურისკენ" და „ორლანდო – ბიოგრაფია", ედგარ ალან პოს „ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი"და სხვ.
დრო: 17 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.