ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დიალოგი სკამთან - საბჭოთა ეპოქის პარკის სკამები თანამედროვე თბილისში

ღონისძიებები

2 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსის ეზოში, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, „TAB20 – What do we have in common”, გაიმართება ღონისძიება, სახელწოდებით „დიალოგი სკამთან - საბჭოთა ეპოქის პარკის სკამები თანამედროვე თბილისში“.

პროექტი პოსტსაბჭოთა სივრცეში საბჭოთა არქიტექტურული მემკვიდრეობის შესახებ დისკუსიის ნაწილია და მიზნად ისახავს ამ მემკვიდრეობის ფუნქციურ გადასინჯვას მასთან დიალოგის გზით. ფიზიკურ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტების, ნუცა ლაბაძისა და სალომე მალაციძის, ასევე ფინელი არქიტექტორების, დიკაისა კარვინენის, კარიტა რიტივაარასა და აარო მარტიკაინენის ნამუშევრები.

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს "TAB20 – What do we have in common” სრული პროგრამა

კურატორი: მიკო მაკი
გახსნა: 2 ნოემბერი, 16:00 სთ.
მისამართი: გ. წერეთლის #1, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები