ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

DevOps Con Tbilisi 2019

ღონისძიებები

5–6 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით DevOps Con Tbilisi 2019 ტექნოლოგიური კონფერენცია გაიმართება.  ღონისძიებას DevOps Georgia გუნდი მეორედ მართავს. მისი გენერალური სპონსორები არიან საქართველოს ბანკის „ღია ბანკინგის“ განვითარების პროგრამა BOG Fintech და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია „ომედია".

რა არის DevOps?

DevOps IT პროექტების მართვისა და საბოლოო  პროდუქტის ავტომატიზებულად მიწოდებაზე ორიენტირებული ტექნოლოგიებისა და მიდგომების ერთობლიობაა, რაც დეველოპერებს საშუალებას აძლევს სწრაფად შექმნან და დახვეწონ აპლიკაციები.

DevOps ტექნოლოგიების მეშვეობით სწრაფად ვითარდება და ახალი ფუნქციებით მდიდრდება უკვე არსებული პროგრამული უზრუნველყოფები და იქმნება ახალი პროგრამები.

რას გვთავაზობს DevOps Con Tbilisi 2019?

კონფერენციაზე, რომელიც ერთიანი პლატფორმაა IT სფეროს სპეციალისტებისთვის,  სტუმრებს გაუზიარებენ პრაქტიკულ თუ თეორიული გამოცდილებას DevOps, DataOps თუ SecOps მიმართულებით. DevOps Con Tbilisi 2019 აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს, არქიტექტორებს, ტესტერებს, სისტემურ და ქსელის ადმინისტრატორებს,   ინფრასტრუქტურის მმართველებს, სისტემურ ინტეგრატორებს, კიბერ-უსაფრთხოების ოფიცრებსა და, ზოგადად, ტექნოლოგიური სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებიც პროგრამულ პროდუქტებს ქმნიან და ნერგავენ.

კონფერენციის ერთ–ერთი მიზანია ხელი შეუწყოს OpenSource ინიციატივას საქართველოში, რათა მეტად განვითარდეს ღია კოდის წერისა და გაზიარების კულტურა.

კონფერენციის ძირითადი თემებია: კუბერნეტისი, IaC (Infrastructure as Code), კიბერ-უსაფრთხოება ავტომატიზაციის პროცესში, DataOps და სხვა აქტუალური ტექნოლოგიური საკითხები.

DevOps Con Tbilisi 2019-ში მონაწილეობისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ კონფერენციის ვებ გვერდზე.

დამატებითი ინფორმაცია:

კონფერენციის პროგრამა და ინფორმაცია მომხსენებლების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: devopsgeorgia.ge 

დასწრება თავისუფალია

დრო5-6  ოქტომბერი12:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორიაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები