ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დეტმარ დიორინგი ილიაუნიში

ღონისძიებები

9 ივნისს, 16.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) საერთაშორისო სემინარის ფარგლებში, რომლის ორგანიზატორები არიან ”ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდი” (გერმანია) და ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის მოწვევით ილიაუნის სტუმრობს ლიბერალური ინსტიტუტის დოქტორი დეტმარ დიორინგი (გერმანია). იგი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: ”ინსტიტუციური ცვლილებები, სამოქალაქო და ეკონომიკური თავისუფლება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში”.

დეტმარ დიორინგი მონტ პელერინის საზოგადოების წევრია 1996 წლიდან. იგი ავტორია წიგნებისა: ”ჰაიეკი კონსტრუქტივიზმზე” (1994), ”თავისუფლების მოაზროვნენი: ფრედერიკ ბასტია” (1997), ”ჰუმბოლდტი და გერმანული ლიბერალიზმის საფუძვლები” (2006), ”თავისუფლება, ტრადიციები, რევოლუცია” (2009), ”თავისუფლების მანიფესტი” (2009).

დასწრება თავისუფალია.

ბანერები