ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

ღონისძიებები

23 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი, ეკონომიკის დოქტორი იოსებ არჩვაძე წაიკიკითხავს მოხსენებას „მიგრაციის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები თანამედროვე საქართველოში“.

თემის მცირე აღწერა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პერიოდში უმაგალითო მასშტაბები მიიღო ქვეყნიდან მოსახლეობის ემიგრაციამ. ამის გამო მოსახლეობის შემცირებით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ლიდერია.

საქართველოდან ემიგრაციის ძირითადი ფაქტორი იყო და რჩება ეკონომიკური მოტივაცია. შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის მიმდინარე შემოსავლებში მზარდ როლს იკავებს შრომითი მიგრანტების ფულადი ტრანზაქციები საზღვარგარეთიდან. ამასთან, შეინიშნება აღნიშნული ტრანზაქციების გეოგრაფიის გაფართოება. განხორციელებულ ფულადი გზავნილებში მცირდება რუსეთის წილი და იზრდება იტალიის, საბერძნეთის, აშშ-ისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის წილი.

დრო: 23 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები