ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

ღონისძიებები

23 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, თეა გოდოლაძე წაიკიკითხავს მოხსენებას „კავკასიაში დედამიწის ქერქის სისქის კვლევა“.

თემის მცირე აღწერა

2017 წლიდან ამერიკის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ენერგიის დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც კავკასიის მაშტაბით დამონტაჟდა 52 სადგური სხვადასხვა ლოკაციებზე.  ექსპერიმენტის ფარგლებში, მოპოვებული მონაცემების გამოყენებით ვაწარმოეთ კვლევა, რათა შეგვეფასებინა რეგიონში მოჰოს ზედაპირის ჩაწოლის სიღრმე. მიღებული შედეგები შევადარეთ გრავიმეტრიული კვლევის შედეგებს, რომელიც 70-იან წლებსი ჩატარდა საქართველოში. 

დრო: 23 დეკემბერი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები