ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დავით თარხნიშვილი: ”ადამიანთა შერევის ისტორიის გენეტიკური ატლასი”

ღონისძიებები

სამშაბათს, 20 იანვარს 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ საჟურნალო კლუბის შეხვედრაზე ილიაუნის სრულ პროფესორთან, დავით თარხნიშვილთან.

საუბრის თემა: ჟურნალ "Science"-ის 2014 წლის თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული სტატია - "ადამიანთა შერევის ისტორიის გენეტიკური ატლასი".

ოცდაათი წელია, მეცნიერები მოლეკულურ-გენეტიკური მარკერების დახმარებით შეისწავლიან პოპულაციურ პროცესებს: მიგრაციებს, რიცხოვნობის ცვლილებებს, გეოგრაფიულად დაშორებული ჯგუფების შერევას ცოცხალ ორგანიზმებში - მცენარეებში, ცხოველებში, ადამიანში. აღნიშნული მიმართულებით რამდენიმე წლის წინ მომხდარმა მეთოდურმა რევოლუციამ შედარებით გაამარტივა მთელი გენომის შესწავლა და ანალიზი. ამის შედეგად, თანამედროვე მეცნიერები გაცილებით უფრო ზუსტ ინფორმაციას ფლობენ წარსული მიგრაციების ან შერევების შესახებ. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო კვლევა, რომელიც გენომის ანალიზის საფუძველზე ადგენს ადამიანის ეთნოსებს შორის შერევის დონეს ბოლო 2000-3000 წლის განმავლობაში, გამოქვეყნდა დაახლოებით 1 წლის წინ ჟურნალში "Science". კვლევამ დაადასტურა, მაგალითად, ის, რომ დაახლოებით ათასი წლის წინ დღევანდელ თურქეთში შემოვიდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი და ამ ჯგუფის გენები დღევანდელი თურქეთის მოსახლეობის გენომის 4-5 პროცენტს შეადგენს.

საჟურნალო კლუბის შეხვედრის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს საქართველოში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გენომური კვლევის პერსპექტივები: რამდენად რეალისტურია ის და რა ტექნიკური თუ ინტელექტუალური რესურსია საჭირო ამისათვის.

შეხვედრის დრო:
20 იანვარი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები