ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: პროფესორ დავით მიქელაძის საჯარო ლექცია - ციტრუსები და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია

ღონისძიებები

11 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, დავით მიქელაძესთან.

ლექციის თემაა: ციტრუსები და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია

შეხვედრაზე საუბარი იქნება იმის შესახებ, თუ რა ზემოქმედებას ახდენენ ციტრუსებიდან გამოყოფილი ნაერთები ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებაზე. თიროიდული ჰორმონების მოქმედება მრავალმხრივია და მათი უკმარისობა  მნიშვნელოვან დარღვევებს იწვევს. ციტრუსებიდან გამოყოფილი ნაერთები თიროიდული ჰორმონების რეგულაციის კორექციას განაპირობებენ.

დრო: 11 ივნისი,19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. № 3/5)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები