ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დავით მალაზონიას უორქშოფი ილიაუნიში

ღონისძიებები

25 იანვარს, ილიაუნის თეატრის სცენაზე, ბრემენის „დიდი თეატრის“ მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, დავით მალაზონიამ  უორქშოფი გამართა. უორქშოფშ მონაწილეობა ილიაუნის თეატრალური ცენტრის სტუდენტებმა და კურსამთავრებულებმა მიიღეს.

ორი საათის განმავლობაში მათ ყურადღების და იმპროვიზაციის ის სავარჯიშოები შეასრულეს, რომელსაც ბრემენის „დიდი თეატრის“ მსახიობები სპექტაკლამდე მოთელვის სახით გადიან. ასევე, მათ იმღერეს დავით მალაზონიას აფრიკული ნანა -  „ენიმენი“, სპექტაკლიდან „მომო“.

დავით მალაზონია თხუთმეტი წელია გერმანიაში მოღვაწეობს და ცამეტი წელია ის ბრემენის „დიდი თეატრის“ მუსიკალური ხელმძღვანელია. მან დაწერა მუსიკა სპექტაკლებისთვის „პინოქიო“, „მაუგლი“,„იოსები და მისი ძმები“ „ჯადოსნური ფლეიტა“ და  „გომბეშოს მოგზაურობა“. უორქშოფის დასასრულს, სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა ფრაგმენტები იხილეს ამ სპექტაკლებიდან.

დავით მალაზონიასთან ერთად, უორქშოფში მონაწილეობა მიიღეს მევიოლინე გუჯა გარდალეიშვილმა და „ანა-ბანას“ მონაწილე მანანიკო მურღულიამ.

ბანერები