ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დავით ჩეჩელაშვილის ლექცია: „როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები“

ღონისძიებები

13 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S101 აუდიტორიაში ზუმაუთ პრე-აქსელერატორის პრე-აქსელერაციის პროგრამის მონაწილე გუნდებისთვის ილიაუნის მოწვეული ლექტორი, პრე-აქსელერაციის პროგრამის მენტორი დავით ჩეჩელაშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: ,,როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები.“

პრე-აქსელერაციის პროგრამა ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტისა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ასევე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (ჯიტა) და აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროექტის ,,Paving the Way to Knowledge-based Economy: Enhancing University Research and Entrepreneurial Skills in Georgia'' მხარდაჭერით.

პროგრამა აგებულია ევროპის ყველაზე გამოცდილი B2B აქსელერატორის Startup Wise Guys რეკომენდაციებითა და სილაბუსით.

მომხსენებლის შესახებ

დავით ჩეჩელაშვილს, მეწარმეს, 1999 წლიდან რამდენიმე სტრატეგიული და ბიზნესის განვითარებაზე პასუხისმგებელი პოზიცია უკავია უმაღლესი ტექნოლოგიების მწარმოებელ საწარმოებში. მისი გამოცდილება ეფუძნება უმთავრესად ისეთი დისციპლინების ცოდნას, როგორებიცაა: იმერციული ვიზუალიზაცია, VR/AR, 3D სტერეოსისტემების მარკეტინგულ ინდუსტრიებში, როგორც საცალო, ისე საგანმანათლებლო სფეროებში, დანერგვა.

დავით ჩეჩელაშვილი კომპანია NEUR Optics-ისა და iZ3D-ის ერთ-ერთი დამაარსებელია.
როგორც სტრატეგიული აღმასრულებელი, იგი განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს X6D კომპანიაში, რომელიც ცნობილია, როგორც DBA XPAND, ისევე როგორც NEUR Optics-სა და iZ3D-ში. მას აქვს საცალო სავაჭრო წარმომადგენლობის, სადისტრიბუციო არხების შექმნისა და სტრატეგიული პარტნიორობის გამოცდილება როგორც მცირე (X6D, Neurok, iZ3D), ისე მსხვილი კომპანიებისთვის (MicroAge, Deloitte & Touche, Renaissance Capital).

2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტია, ასევე პორტუგალიის სტარტაპ ბრაგასა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მენტორი. ამასთან მუდმივად უწევს კონსულტაციას სტარტაპებს.


დრო: 13 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: S101 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები