ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები – მოლოდინები და პერსპექტივები

ღონისძიებები

23 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი" გაიმართება 21 მარტის – დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა და დისკუსია თემაზე: „დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები – მოლოდინები და პერსპექტივები“. 

დისკუსიაზე განხილული იქნება თემები: ბავშვთან დაკავშირებული მოლოდინები და ოჯახის ჩართულობა, და-ძმის როლი და მხარდაჭერა, კომუნიკაციისა და ენის განვითარების ხელშეწყობა, სამედიცინო მეთვალყურეობასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ.

შეხვედრას გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის პორტიჯის პროგრამის ხელმძღვანელი ნინო ცინცაძე და პედიატრი, დაუნის სინდრომის სამედიცინო მეთვალყურეობის ქართულენოვანი გაიდლაინის ავტორი ნანა რურუა.

შეხვედრა განკუთვნილია ადრეული ჩარევის პროგრამაში ჩართული დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და ამ თემის დაინტერესებული პირებისათვის.

დრო: 23 მარტი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი" (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები