ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დათო ქურიძის საჯარო ლექცია: „მაგნიტური ველის გაზომვა მზის კორონალურ მარყუჟებში“

ღონისძიებები

21 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის კვლევის კონსულტანტი, აბერისტვისის უნივერსიტეტის (Aberystwyth University, Wales) მკვლევარი დავით ქურიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მაგნიტური ველის გაზომვა მზის კორონალურ მარყუჟებში“.

მზის ზედა ატმოსფეროში (კორონაში) მაგნიტური ველის მაღალი სიზუსტით გაზომვა თანამედროვე ასტროფიზიკის ერთ-ერთი ცენტრალური ამოცანაა. გასული წლის სექტემბერში შვედური მზის ტელესკოპით ილიაუნის მეცნიერებმა ანთებული მაგნიტური მარყუჟების უნიკალური დაკვირვებები ჩაატარეს. ამ დაკვირვებებმა კორონაში მაგნიტური ველის უპრეცედენტოდ მაღალი სიზუსტით გაზომვის საშუალება მოგვცა.

მომხსენებელი ისაუბრებს გაზომვის მეთოდებზე, მიღებულ შედეგებსა და იმ სპეციფიკურ ფაქტორებზე, რომლებმაც განაპირობეს დაკვირვებების უნიკალობა.

დრო: 21 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები