ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

DataArt კარიერული განვითარების კურსი სტუდენტებისთვის

ღონისძიებები

კომპანია DataArt ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს კარიერული განვითარების უფასო კურსს. კურსი მოიცავს 4 სალექციო სესიას.

პირველი სესია გაიმართება 3 მაისს, 18:00 საათზე, ილიაუნის T102 აუდიტორიაში.

სპიკერი – ანა ანდღულაძე, ტექ. ტალანტების შერჩევის მენეჯერი/კარიერული კონსულტანტი.

ლექცია მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • პროფესიის მნიშვნელობა კარიერული განვითარების პროცესში;
  • როგორია კარიერული განვითარების სრულყოფილი გზა;
  • ემოციური ინტელექტისა და ინტელექტის კოეფიციენტის როლის განხილვა;
  • როგორ უნდა მოვემზადოთ გასაუბრებისთვის;
  • პროფესიული კომპეტენციის სწორი მენეჯმენტი;
  • პიროვნული და პროფესიული განვითარების შერწყმა.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 3 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები