ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დასაქმების შესაძლებლობა უცხო ენების მიმართულების სტუდენტებისთვის

ღონისძიებები

ტურისტული კომპანია GRATA დაინტერესებულია ილიაუნის უცხო ენების მიმართულების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გუნდის ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე (ასევე აცხადებს სტაჟირებას და დროებით პოზიციებზე ვაკანსიას) და ეძებს ინგლისური, გერმანული, ფრანგული, პოლონური ან არაბული ენების მცოდნე კანდიდატებს.

კომპანიას საწყის ეტაპზე უცხო ენის ცოდნის გარდა განსაკუთრებული მოთხოვნები არ გააჩნია.

6 ნოემბერს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში კომპანია GRATA-ს დირექტორი გამართავს შეხვედრას და დამსწრეთ გააცნობს ინფორმაციას კომპანიის საქმიანობისა და ღია ვაკანსიების შესახებ.

დასწრების მსურველებს გთხოვთ გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია.

დრო: 6 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის N32)

ბანერები