ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დასაქმების შესაძლებლობა ჰოლდინგში Adjara Group Hospitality (Rooms; Stamba Hotel; Holiday inn; Fabrika Hostel)

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

3 მაისს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სასტუმრო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოლდინგის Adjara group hospitality-ს დასაქმების ფორუმი.

დასაქმების ფორუმის ფარგლებში Adjara group hospitality-ს რეკრუტინგის სპეციალისტები ადგილზე გაესაუბრებიან სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს და შეთანხმდებიან სამომავლო თანამშრომლობაზე.

დასწრება თავისუფალია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი მიმართულების სტუდენტისა და კურსდამთავრებულისთვის - რეგისტრაცია.

 ფორუმზე თან უნდა იქონიოთ ამობეჭდილი რეზიუმე (რეზიუმეს შედგენასთან დაკავშირებით რჩევებს შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტში).

Adjara group hospitality დასაქმების ფორუმზე წარმოგიდგენთ შემდეგ ვაკანსიებს:

სასტუმრო „სტამბა“/კაზინო „ავიატორი“:

  • მიმტანი
  • ბარმენი
  • ბარისტა
  • უსაფრთხოების ოფიცერი
  • ჰოსტესი
  • მიმღები რეგისტრატორი
  • ბელბოი

სასტუმრო „რუმს თბილისი“:

  • მიმტანი
  • ბარმენი

სასტუმრო „რუმს ყაზბეგი“:

  • მიმტანი
  • ჰოსტესი
  • მიმღები/რეგისტრატორი
  • ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ჰოსტელი „ფაბრიკა“:

  • მიმღები რეგისტრატორი
  • ივენთ დამხმარე (სტაჟიორი)

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნი“:

  • ბელბოი

დრო: 3 მაისი, ხუთშაბათი.

ხანგრძლივობა: 14:00- 16:00 საათი.

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5.

ბანერები