ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დასაქმების სააგენტო ეიჩარის პრეზენტაცია

ღონისძიებები

2014  წლის აპრილში ”დასაქმების სააგენტო ეიჩარი” მართავს ყოველწლიურ დასაქმების ფორუმს თბილისსა და ბათუმში. (თბილისი - 4 აპრილი; ბათუმი - 11 აპრილი)

ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები ღონისძიებაში მონაწილე აპლიკანტებს პირისპირ გაესაუბრებიან.

აღნიშნული ღონისძიების დეტალებთან დაკავშირებით, 24 მარტს, 17:00 საათზე, „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში“ წინასწარ გაიმართება პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს მიეცემათ საშუალება, გაეცნონ იმ კომპანიათა ჩამონათვალს, რომელიც ფორუმს დაესწრება, ასევე იმ არსებულ ვაკანტურ პოზიციებს, რომლებზეც აღნიშნული ორგანიზაციები მიმდინარე პროცესში ახორციელებენ შერჩევას.
პრეზენტაციაზე ასევე განხილული იქნება ფორუმის მსვლელობის დეტალები.
გარდა ამისა, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ადგილზევე შეავსონ სააპლიკაციო ფორმები, რომელთა მიხედვითაც შეიქმნება მონაცემთა ელექტრონული ბაზა და გადაეცემათ ორგანიზაციებს იმისათვის, რომ სამომავლოდ შექმნილ ღია პოზიციებზე მოხდეს სტუდენტებთან დაკავშირება.

პრეზენტაციის დეტალები: 24 მარტი, 17:00 საათი, A101 აუდიტორია.
პრეზენტაციის ხანგრძლივობა: 30 წუთი

ბანერები