ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დასაქმების კვირეული ილიაუნიში - ინფორმაცია დამსაქმებელთათვის

ღონისძიებები

ნოემბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების კვირეული და წლის შემაჯამებელი დასაქმების ფორუმი გაიმართება.

კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა საფეხურისა და მიმართულების სტუდენტები და კურსდამთავრებულები (იხილეთ მიმართულებების ჩამონათვალი).

კვირეულის ფარგლებში:

  • 1-დან 15 ნოემბრის ჩათვლით ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, გააცნონ მათ თავიანთი ორგანიზაციები, ესაუბრონ არსებულ სტანდარტებსა და მოთხოვნებზე, გაუზიარონ გამოცდილება, რათა მათ კარიერულ განვითარებას შეუწყონ ხელი;
  • 16-17 ნოემბერს კი გაიმართება წლის შემაჯამებელი, 2-დღიანი დასაქმების ფორუმი, სადაც შეგეძლებათ, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესთავაზოთ ვაკანსიები, სტაჟირების პროგრამები.

თუ გსურთ დასაქმების კვირეულში მონაწილეობის მიღება (ინდივიდუალური პრეზენტაციის დანიშვნა სტუდენტებთან ან/და დამსაქმებლის სტატუსით ფორუმში მონაწილეობა), გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2017 წლის 25 ოქტომბრისა და ჩვენ დაგიკავშირდებით.


საკონტაქტო ინფორმაცია:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
F 105 ოთახი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. №3/5;
ტელ.:(+995 32) 22 00 09 (270); (+995 57) 65 05 46;
✉ e-mail: nino.sikharulidze@iliauni.edu.ge

ბანერები