ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დასაქმების კუთხე ილიაუნიში

ღონისძიებები

„ნიკორა ტრეიდი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს სტუდენტურ გრაფიკზე მორგებულ ვაკანსიებს.

15 მაისს, ხუთშაბათს, 13:00-დან 16:00 საათამდე, ილიაუნის E კორპუსის ფოიეში მოეწყობა კომპანია „ნიკორა ტრეიდის“ დასაქმების კუთხე, სადაც ილიაუნის ნებისმიერი ფაკულტეტის ნებისმიერი კურსის სტუდენტს საშუალება ექნება შეავსოს სააპლიკაციო განაცხადი და გაიაროს პირველადი გასაუბრება.

დაინტერესებულ სტუდენტებს „ნიკორას“ წარმომადგენლები გააცნობენ ინფორმაციას აქტიური ვაკანსიების შესახებ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ეწვიეთ კომპანია „ნიკორა ტრეიდის“ სტენდს.

დრო: 15 მაისი, ხუთშაბათი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: E კორპუსის ფოიე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები