ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დასაქმების ფორუმი სტუდენტთათვის

ღონისძიებები

2010 წლის 25 მაისს, 12:00, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება დასაქმების ფორუმი, რომლის მიზანია კურსდამთავრებულებისა და დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩართვა ახალ პროფესიულ აქტივობებში. ამავდროულად ფორუმი ითვალისწინებს და ეხმარება როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს ახალი თაობების აღმოჩენაში.

ღონისძიების ორგანიზატორია დასაქმების სააგენტო “ეიჩ-არი”, ხოლო გენერალური სპონსორი საქართველოს ლატარიის კომპანია. აღსანიშნავია, რომ ფორუმში მონაწილეობას იღებს ოცდაორი კომპანია და შვიდი წამყვანი უნივერსიტეტი.

კომპანიები წარმოდგენილნი იქნებიან კადრების შერჩევის სპეციალისტებისა და ხელმძღვანელების სახით, რომლებიც სტუდენტებს თვითრეალიზების საშუალებას მისცემენ. დასაქმების ფორუმი გაგრძელდება ოთხი საათი.

რეგისტრაციისათვის მობრძანდით სტუდენტურ სერვის ცენტრში C 220 ან დაგვიკავშირდით ელფოსტით: careers@iliauni.edu.ge

ბანერები