ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დასაქმება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

ღონისძიებები

7 აპრილს, 16:00 საათზე, აუდიტორიაში A 101,  პროკრედიტ ბანკი გიწვევთ შეხვედრაზე. შეხვედრის მიზანია ინფორმაცია მოგაწოდოთ ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის შესახებ, რომელიც ბანკში დასაქმების უნიკალური შანსია.

პროკრედიტ ბანკი ერთადერთი ბანკია საქართველოს ბაზარზე, რომელსაც მიაჩნია, რომ სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების სტუდენტებს შეუძლიათ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიონ  საბანკო სფეროში. კარგი კომუნიკაციის, ძლიერი ანალიტიკური შესაძლებლობებისა და ფართო ხედვის უნარი, არის ის მნიშვნელოვანი თვისებები, რომლითაც ამ მიმართულებების სტუდენტები გამოირჩევიან. პროკრედიტ ბანკის ხედვით კი, კლიენტებთან გრძელვადიან ურთიერთობს სწორედ ეს თვისებები განაპირობებს.  ახალგაზრდა ბანკირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საბანკო ან ტექნიკური განათლება აუცილებელი არ არის, რადგან 6 თვიანი პროგრამა  მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ და შეისწავლონ საბანკო საქმიანობის სპეციფიკა.
პროექტში მონაწილოების მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მე-4 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან შეხვედრას.

პროკრედიტ ბანკის ადამიანური რესურსების განყოფილება

ბანერები