ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

”დარვინის დღე” ილიაუნიში

ღონისძიებები

23 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჩოლოყაშვილის 3/5, G კორპუსი, მე-5 სართული) აღინიშნება "დარვინის დღე".

ბრიტანეთის საბჭოს და ეროვნული მუზეუმის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ეძღვნება დარვინის დაბადებიდან 200 წლისა და ნაშრომ „სახეობათა წარმოშობის" გამოქვეყნებიდან 150 წლის იუბილეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა და საჯარო ლექცია გაიმართება.

დარვინის მთავარი ნაშრომი „სახეობათა წარმოშობა" 150 წლის წინ დაიბეჭდა. ბევრი მეცნიერის აზრით, დარვინი წინ უსწრებდა თავის ეპოქას.   ევოლუციის რევოლუციური თეორია მეცნიერებას აპირისპირებს სარწმუნოებასთან, რის გამოც დისკუსია დღესაც აქტუალურია.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგი თევზაძე, პროფესორი დავით თარხნიშვილი და ვრცელ მოხსენებას გააკეთებს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

ბანერები